ზუგდიდის #9 უბანზე დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კომისიის წევრის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გაერთიანებულ ოპოზიციაში.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ამავე უბანზე ინციდენტი მოხდა: გაერთიანებული ოპოზიციის წევრ თინა ბოკუჩავას უბანი ძალის გამყენებით დაატოვებინეს.

საქართველოში რიგგარეშე და შულედური არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. არჩევნები 410 სააერჩევნო უბანზე ტარდებოდა. თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე და ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp