მერკელი – გახარიას: "გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს"

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. კანცლერი მერკელი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში.

"მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებას და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში",- ნათქვამია ანგელა მერკელის მისალოც წერილში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს