რა სიახლე მოჰყვა რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეას

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის სერგი კაპანაის შეფასებით, ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულმა იდეამ ორი რამ აჩვენა.

  • იდეაზე ბევრი ადამიანი ილაპარაკებს
  • გამოვლინდნენ შენიღბული გავლენის აგენტები

საუბარია რასმუსენის მიერ 10 სექტემბერს გაჟღერებულ იდეაზე, რომლის თანახმადაც, საქართველო წევრიანდება ნატო–ში იმ დათქმით, რომ პირელ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის მე–5 მუხლი მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება. რასმუსენმა საქართველოს საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა და ურჩია, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თემა ნატო–ში თავად დააყენონ.   


„ეს იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებაში ყოფნისას და გვინდოდა აქტიურად გვემუშავა, ეს იდეა თავის დროზე გერმანიის შემთხვევაში იქნა გამოყენებული,– ამდენად, იდეა ახალი არ არის, თუმცა საინტერესა და გულისხმობს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იქენბა მხარდაჭერილი, მას არაფერი ემუქრება, თუმცა მანამ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი [ნატო–ს წევრ ერთ ქვეყანაზე თავადსხმა, ნატო–ს წევრ ყველა სახელმწიფოზე თავადსხმას ნიშნავს], არ გავრცელდეაბ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  

ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ იდეას აიტაცებდნენ და ხმამაღლა იტყოდნენ. რასმუსენის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული „ტვიტი“, რომელიც პოლიტიკურად აქტიური პირია, შესაძლოა, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ექსპერტების რამდენიმეთვიანი დისკუსია.

ეს ვერ იქნება პირდაპირი შეთავაზება, თუ ის არ წამოვიდა დედაქალაქიდან და ოფიციალური სტრუქტურიდან, მაგრამ როდესაც გავლენიანი ფიგურა, ყოფილი გენერალური მდივანი ამ შეთავაზებას იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ მას გაცილები მეტი ადამიანი გაიგონებს,– ესაა პირველი სიახლე. 

მეორე სიახლე ისაა, რომ რუსეთს საქართველოში ბევრი გავლენის აგენტი ჰყავს, რომლებიც პროქართულობის და ნეიტრალიტეტის ქვეშ ინიღბებიან,  მათ ამ იდეას მყისიერი ნეგატიური რეაქცია მისცეს. მათ არ უნდათ ჩვენი დასავლური ინტეგრაცია“,– განმარტავს სერგი კაპანაძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იდეას დადებითად აფასებს, ამბობს, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში ბევრი ისეთი ფაქტორი ჩნდება, რაც საქართველოს ინსტრუმენტად აქამდე არ გამოუყენებია. რაც შეეხება რისკებს, მისი შეფასებით, სტაგნაციის პირობებში რისკები უფრო მაღალია, ვიდრე მოქმედებისას.


„პირადად მე მინიმუმზე ხვედავ რისკს, თუ წავალთ იმ მიმარულებით, რაც ბატონმა რასმუსენმა შემოგვთავაზა. იდეალური ვითარება არსადაა და ყველაფერი ისევ საქართველოს ამჟამინდელ თუ მომავალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. თუ ქართული მხარის მიერ პრაქტიკული შეცდომები არ იქნება დაშვებული და ყველაფერი სწორად დალაგდება, ეს საოკეთესო გზაა, თუ როგორ შეიძლება, ახალი დინამიკა შევიტანოთ დღემდე არსებულ სტაგნაციაში. დღეს უფრო დიდი რისკებია, ვიდრე მაშინ [იდეის განხორციელების შემთხვევაში] დადგება. მეტი დინამიკაა, მეტი მოქმედების საშუალება –  შეიძლება, თურქეთის ფაქტორიც გამოიყენო დადებითად, როგორც ჩვენი პარტნიორის და ნატო–ს წევრის, გამოვიყენოთ თურქეთ–რუსეთის კონტექსტი...უამრავი ფაქტორები შემოდის, რომლებიც ჩვენ ამდენ ხანს არ გამოგვიყენებია ინსტრუმენტებად. რასმუსენმა მისი უნიკალური სტატუსი გამოიყენა: ის აღარ არის გენერალური მდივანი, თუმცა კარგად იცის ნატო–ში არსებული ვითარება და გვთავაზობს იმას, რასაც ნატო შემოგვთავაზებდა. ნატო პირდაპირ ვერ შემოგვთავაზებს, რადგან კარგად იცის პოსტ–საბჭოთა ხალხის ბუნება: როდესაც უცხოეთიდან რაღაც მესიჯი მოდის, შემდეგ მათ ვაბრალებთ, „ხომ შემპირდიო“. მან თქვა ქართველების სათქმელი. ბრწყინვალე შემოთავაზება იყო. მან თქვა, „იმსჯელეთო“ და იმედია, გაგრძელდება. მადლობა მას იმისთვის, რომ პროვოცირება მოახდინა თუნდაც გუშინ – ბევრი ადამიანი გაიშიფრა. ამდენად, ვფიქრობ, ეს კარგი პროცესის დასაწყისია, თუ, რა თქმა უნდა, არ გაჩერდა“, –ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება კაპანაძის მიერ ნახსენებ გერმანიის მაგალითს, ამ საკითხზე 10 სექტემბერს რასმუსენმაც ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი [იგულისხმება ნატო–ში საქართველოს გაწევრიანებაზე დათქმით, რომ მეხუთე მუხლი პირველ ეტაპზე მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს]. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატო-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატო-ს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დე ფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“,– თქვა რასმუსენმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"