ჩეხეთის პრეზიდენტი კოსოვოს აღიარების უკან გაწვევას გეგმავს

ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს კოსოვოს აღიარების უკან გაწვევა სურს.ამის შესახებ პრეზიენტმა სერბეთში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა. 

როგორც ზემანმა აღნიშნა, ერთპიროვნულად არ იმოქმედებს, უახლოეს პერიოდში მოიწვევს კონსტიტუციონალისტებს და გაივლის კონსულტაციას, "შეიძლება თუ არა კოსოვოს აღიარების გაუქმება“.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მის პოზიციას გაიზიარებს.

მედია წერს, რომ საპასუხოდ კოსოვოს მთავრობამ პრაღაში დაგეგმილ ვიშეგრადის ოთხეულისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კსოვოს აღიარებს ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფო, ასევე აღიარებს აშშ.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება