აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია"

აშშ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები. უკანასკნელ ათწლეულში საკუთარი არალეგალური, ბოროტი ქმედებით რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“, – წერს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია