"არავისთან არ ვითანამშრომლებთ, დამოუკიდებლად მივდივართ 2020 წლის არჩევნებზე"

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

„არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“, — განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისას, რომელსაც, მისი თქმით, "ლელო" ერქმევა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა