ვინ იქნება ხაზარაძის "ლელოში"

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია. 

ესენი არიან: 

  • კახა კოჟორიძე - ადვოკატი. ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი
  • ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.
  • გია გუგუშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორი, მხატვარი
  • ლევან ბოძაშვილი - იურისტი, კონსტიტუციონალისტი
  • დეა მეტრეველი - წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
  • საბა ბუაძე - იურისტი
  • თინა მამულაშვილი - „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის დირექტორი
  • ლევან კობახიძე - იურისტი
  • თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
  • ქეთი მატაბელი - მხატვარი
  • მაია ჩიკვაიძე - მხატვარი
  • ნანა ექვთიმიშვილი - კინორეჟისორი
  • რატი ამაღლობელი – მწერალი
  • ზაალ ჩხეიძე –  მწერალი
  • ლევან ალაფიშვილი – იურისტი 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“ ხალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“,– განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიაში დღეს გამართულ პრეზენტაცაზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"