სააკაშვილი – ხაზარაძის „ლელოზე“: “საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე“

„საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი, ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო არასდროს საქართველოში არ დადგება, ამაში მე ვარ დარწმუნებული. საქართველოში უნდა გათენდეს“. 

ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობის კომეტარებისას განაცხადა. 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა“. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“,– განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიაში დღეს გამართულ პრეზენტაცაზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა