ცხინვალი: „NATO–ში არცერთ შემთხვევაში არ შევალთ“

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთი, რომც მიიწვიონ, NATO–ში გაწევრიანებას არ აპირებს“. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრამა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.  

„ჩვენ ჩვენს წონად „არას“ ვიტყვით, თუნდაც ამის შესახებ ალიანსის მოქმედმა გენმდივანმა მოგვმართოს. სამხრეთ ოსეთი მშვიდობიანი სახელმწიფოა და აგრესიულ ბლოკებში მონაწილეობამ შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის იმიჯს ავნოს“, – განაცხადა მედოევმა. 

ამ კონტექსტში იგი NATO–ს ყოფილი გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 10 სექტემბრის ინიციატივასაც გამოეხმაურა ალიანსში საქართველოს გერმანული მოდელით მიღების თაობაზე და აღნიშნა, რომ ცხინვალისთვის ეს ვარიანტიც მიუღებელია: 

„ვფიქრობ, ტყუილად განიცდიან ესოდენ ჩვენს გამო, სამხრეთ ოსეთისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. NATO საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეს საშიში ავანტიურა მიმართულია უპირველესად, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ცხადია. ჩვენ ძირშივე არ გვაწყობს საქართველოს NATO–ში გაწევრიანება, ვინაიდან მსგავსი მეზობლობა შეიძლება, სერიოზულ საფრთხედ იქცეს ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა