„მინდა, ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება"

მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება, მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა, აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში“,- აღნიშნა ბახტაძემ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა