საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. 

"დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უმასპინძლა. ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დაზვერვის სამსახური ავრცელებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა