დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. 

დავით სუჯაშვილი ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014-2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო.

დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვითარება პარლამენტის შენობის წინ [ფოტო–კოლაჟი]