საქართველოს "პირველი არხი": "ჩვენს სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, წაშლილია მნიშვნელოვანი ფაილები"

საქართველოს “პირველი არხის” განცხადებით, რომ ტელეკომპანიის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. 

მაუწყებლის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში გავრცელდა ვირუსი, რამაც დაშიფრა და გაანადგურა “პირველი არხის” სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

“ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ნათქვამია “პირველი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება