"მსგავსი შეტევა არ მქონია, არც 90-იან წლებში და არც წინა ხელისუფლების დროს"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მასზე დღეს ისეთი შეტევა მიმდინარეობს, როგორიც  არც 90-იან წლებში და არც წინა ხელისუფლების დროს არ გამხორციელებულა. 

“ჩვენ ის ტერორი ვიცით, სხვა სიტყვას ამას ვერ მოუძებნით, რაც ბიზნესებს იმ პერიოდში ჰქონდა. შეიძლება, ამას პირველად ვამბობ, წერილშიც დავწერე... მსგავსი შეტევა მე არ მქონია, არც 90-იან წლებში და არც თუნდაც წინა ხელისუფლების დროს. მქონდა პრობლემები, მაგრამ ასე ორკესტრირებულად, ასე ყველა უწყება ჩართული, პოლიტიკოსების მხრიდან, ზემოდან ნარატივებით და მწვანე შუქის მიცემით, რომ ეს არის სამიზნე და მიხედეთ ბიჭებო, მე მსგავსი არ მინახავს”, - განაცხადა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"18 ნოემბერს დაკავებულების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს"