„მივმართავ სააკაშვილს, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს!“

„მივმართავ სააკაშვილს, პირველ რიგში, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს. მეორე, ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინაც შემძლო წასვლა და მაგან რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, მაგრამ არც მაშინ წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. როდესაც მტავარსარდალი ხარ და პასპორტს იცვლი, დამიჭერენო... ამიტომ ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს“.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

იხილეთ ასევე: სააკაშვილი – ხაზარაძის „ლელოზე“: “საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„როგორც დავპირდით ივანიშვილს, სიცოცხლეს გავუმწარებთ"