"ჩემსა და ივანიშვილს შორის კონტაქტი გაწყდა, როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული პრემიერის თანამდებობიდან"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მასსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის კონტაქტი გაწყდა, როგორც კი "გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული პრემიერის თანამდებობიდან".

„ჩვენი კონტაქტი გაწყდა, როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული. მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის არის ერთ–ერთი წესიერი კაცი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კარგი ოჯახის მამა და მას გადატრიალებული სიტყვა, როცა ის ხელისუფლებაში იყო, არც ბიძინა ივანიშვილზე, არც პარტიის შექმნაზე არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს კაცობა და არსებობს სამართალი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული, ერთ თვეში მასთან შემოდის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა.

„არჩევნებს წინ სხვა თემა უსწრებდა, შეხვედრა იყო უმრავლესობასთან, ნამდვილად არავის ვიცნობ, რამდენიმე დეპუტატს ვიცნობ და პოლიტიკისგან შორს ვიდექი, მაინტერესებდა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ამ შეხვედრაზე დაგვაბრალეს, რომ მიტინგებს ვაფინანსებდით და ეს თქვენ შეგიძლიათ უმრავლესობის წევრებს ჰკითხოთ. ადამიანები ამბობდნენ, მართლა აფინანსებ „თეთრი ხმაურის“ მიტინგს? რატომ უნდა დაგვეფინანსებინა „თეთრი ხმაურის“ მიტინგი? ან საერთოდ, მიტინგი რატომ უნდა დაგვეფინანსებინა? ვერ წარმოვიდგინე ეს ბრალდება რა იყო? შემდეგ ითქვა, რომ თითქოს ამერიკაში ლობისტური კომპანიები გვყავს და ეჭვიანობა... როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული, დაახლოებით ერთ თვეში, ჩვენთან შემოდის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა... ისეთ კომპანიებშიც შემოვიდნენ, რომლებშიც შემოწმება ახალი დამთავრებული ჰქონდათ", - განაცხადა ხაზარაძემ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა