შალვა შავგულიძე ოპოზიციურ ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მან გამარჯვება მთაწმინდის ოლქის 23 უბნიდან 12 უბანზე მოიპოვა.

შავგულიძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან ერთად გამართა ბრიფინგი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდა მეორე ტურში აქტიურობა გამოიჩინონ.

მთაწმინდაზე მეორე ტურის მოლოდინი აქვს "ქართულ ოცნებასაც". 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp