კარლ ჰარცელი ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლას მიესალმება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლას მიესალმება.

"ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. ზოგადად მნიშვნელოვანია, როგორ ჩაერთვება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკუსში და ამ ქვეყნის განვითარებისთვის გამრავალფეროვნებული პოლიტიკური დისკუსი არის პოზიტიური“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა". ახალი მოძრაობის პრეზენტაცია გუშინ ანაკლიაში გაიმართა. მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“,– განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე. 

იხილეთ ასევე: ვინ იქნება ხაზარაძის "ლელოში"


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია