"ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი შეეცდება ბრიუსელის ინფორმირებას, რათა საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესება არ მოხდეს"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეეცდება ბრიუსელის ინფორმირებას, რათა საოკუპაციო ხაზთან ვითარების გაუარესება არ მოხდეს.

„ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ცხადია, ჩვენ გვაქვს ერთმანეთში მუდმივი კავშირი, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხილეთ ასევე: დღეს ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"