"წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არა"

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის სანდო ქართულ პოლიტიკაში და ვინ არ არის სანდო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადების კომენტარებისას განაცხადა. 

„იცით, როგორ მისვამთ კითხვას? რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე. არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ რის სანდო. მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ. დანარჩენი, თქვენ მითხარით ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ არაფორმალური მმართველობის შესახებ და ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ისაუბრა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია