მაია ცქიტიშვილი: "ანაკლიის პორტის პროექტზე ზაფხულშიც ვმუშაობდით, არ ვისვენებდით"

საქართველოს ვიცე–პრემიერის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ყოველდღიურ კონტაქტზეა. 

"ანაკლიის პორტის პროექტზე ზაფხულშიც ვმუშაობდით, ნამდვილად არ ვისვენებდით. არის საკითხები, რომელიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია. მაგალითად, კონსორციუმს შერჩეული ჰყავს სამშენებლო კონტრაქტორი და ხდება ამ სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. კვლავაც ვმუშაობთ ბანკებთანაც და კონსორციუმთანაც საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებებზე. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ. ამასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც გვქონოდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კონსორციუმთან ერთად. იქ, სადაც გვქონდა საშუალება, მათ შორის კონსორციუმთან და მათ პოტენციურ ინვესტორთან ერთად განგვეხილა პროექტთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებით დადგენილი ვადები აქვს და 15 ოქტომბერს უნდა წარადგინონ როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე:

„მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები. პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, როდესაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან უკვე შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე. სწორედ ამ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტი სიახლე ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ კიდევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას. ველოდებით კონსორციუმისგან იმ საერთო, საფინანსო ჩარჩოს, იმ საბოლოო შეთანხმებებს, რომლებიც მათ ექნებათ ანაკლიაში“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია