„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციურ პარტიებს წინადადებით მიმართავენ

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ცალსახად დააფიქსირონ პოზიცია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში",– ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. 

„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ისე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით, ჩვენ გვინდა, ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ინიციატივა შევთავაზოთ და ჩვენი საზოგადოების წინაშე მკაფიოდ განვაცხადოთ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ,,ოცნებას” არ შევუქმნით მთავრობას. არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე.

მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში. ეს იქნება ფუნდამენტური ერთობა, რომლითაც ერთი მხრივ, ჩვენ მივაღწევთ ივანიშვილის ჩამოშორებას“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის, კოლეგებთან კონსულტაციისთვის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მემორანდუმის ტექსტის შემუშავებისთვის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია