რომელ სპეციალობებზე მოუწევთ აბიტურიენტებს, 2020 წელს ზოგადი უნარების ჩაბარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც ახალი მოდელით უნდა ჩატარდეს.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ისტორია, უცხო ენა.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია იმაზე, ტექნიკურ სფეროზეა საუბარი თუ და საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე. ანუ, სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას, აბიტურიენტები ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

რიგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა უკვეშეიმუშავეს სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნების ნუსხა: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივას, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია, მათემატიკა/ფიზიკა/ქიმია (ირჩევს აბიტურიენტი მინიმუმ ერთს). ამასთან, მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"