ზელენსკი ტრამპთან შესახვედრად ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ასევე მოსალოდნელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა უკრაინას, რუსეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რაც უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს, განთავსდება თუ არა დონბასში მშვიდობისმყოფელების მისია, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ არ სურს, აღნიშნული ტერიტორია დნესტრისპირეთს დაემსგავსოს, სადაც რუსეთის ჯარები მუდმივად არიან განთავსებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი