მიხეილ სააკაშვილი: "გამოწვევა მიღებულია" [ვიდეო]

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში.

როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ის იზიარებს ოპოზიციური კანდიდატის და მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის მოწოდებას.

"იმისათვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, ერთადერთი გზა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორებაა. ივანიშვილი და არჩევნები ერთად შეუთავსებელია. ამიტომ, მთლიანად ვუერთდები სანდრას მოწოდებას. ჩვენ აღარ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ. ბრძოლა გამარჯვებამდე. ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, იაროთ ქუჩა–ქუჩა, სოფელ–სოფელ, სადაც ხალხი ჯერ კიდევ დარჩა",– განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა რომ "გამოწვევა მიღებულია".



Facebook Twitter Email Viber WhatsApp