კალაძემ ჟურნალისტები ივანიშვილთან გადაამისამართა

დედაქალაქის მერ კახა კალაძეს უჭირს ორგანიზაცია "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე საუბარი და ამბობს, რომ ფაქტებია მნიშვნელოვანი. 

ჟურნალისტებმა მერს სთხოვეს კომენტარი ხაზარაძის განცხადებაზე, რომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი "საქმებს აჭყობს" და რომ სასამართლოში "საქმეები ხაჭაპურივით ცხვება".

"არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ფაქტები, ფაქტები, ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტებით საუბარი",– განაცხადა კალაძემ. 

ჟურნალისტებმა შეახსენებს, რომ ხაზარაძისა და ვანო ჩხარტიშვილის ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვედრის შესახებ თავად ივანიშვილმა ისაუბრა წარსულში და თქვა, რომ ამ შეხვედრაზე ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს ანგარიშით 100:0 მოუგო. 

"ჰკითხეთ, ბატონ ბიძინას",– იყო კალაძის პასუხი.  

შემდეგ კი მან განცხადებას ჭორაობა უწოდა: 

„მე ჭორაობას დავარქმევდი ამას და ასე შევაფასებდი. თუ მსგავსი რამ იყო, გამოსულიყო და ეთქვა მაშინ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ისტორია მოხდა. უკეთესი იქნება, ჭორაობას თავი დაანებოს“.

ცნობისთვის: გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ არაფორმალური მმართველობის შესახებ და ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ისაუბრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია