აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 248 083 მოქალაქე საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე რუსეთია 252 873 ვიზიტორით. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ვიზიტორთა კლებამ რუსეთიდან 6 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა სომხეთიდან (249 706, +4%), თურქეთიდან (180 933, +9%), ევროკავშირის ქვეყნებიდან (79 044, +23%), უკრაინიდან (33 240, +21%) და ისრაელიდან (30 140, +21%).

ასევე, შსს-ს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.8 პროცენტით გაიზარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"