"ქართული ოცნება" ზუგდიდში ზეიმობს

"ქართული ოცნება" ზუგდიდში არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა "ქართული ოცნების" მონაცემებით, მერის არჩევნებში 54,08 %-ით გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ზეიმის ნიშნად "ქართული ოცნების" შტაბთან ფოიერვერკი გაუშვეს.

სანდრა რულოვსი კი აცხადებს, რომ მისი მონაცემებით, თავად პირველივე ტურში იგებს და "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ სურათთან შეგუებას არ აპირებს.

ცნობისთვის: ზუგდიდელებმა დღეს მერი აირჩიეს. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp