Bloomberg: „გახარიას პრემიერ–მინისტრად დანიშნვა აშშ-სა და ევროპას უნდა აშფოთებდეს“

ამერიკული გამოცემა Bloomberg საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან".



როგორც სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ელაი ლეიკი წერს, მიმდინარე წლის ივნისში თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას პრემიერ–მინისტრად დანიშნვა შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა. 

სტატიაშია ყურადღებაა გამახვილებული პრემიერის რანგში პარლამენტში გახარიას გამოსვლაზე, სადაც ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰპირდა, რომ „დაასრულებს“. 

"თავიდან ივანიშვილის პარტია მოლაპარაკებაზე წავიდა. დათანხმდა რეფორმებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულებს აიძულებს, უფრო ფართო მმართველ კოალიციებში შევიდნენ. თუმცა, გასულ კვირას, პარტიამ და ლიდერმა გახარიას უფრო დიდი ნდობა გამოუცხადეს. აშშ-ს და ევროპას ეს უნდა აშფოთებდეს. მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ კარიერა საქართველოში, სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ახალი რესპუბლიკის აშენებაში გაატარა, გახარია მთელი ეს დრო ბიზნესით იყო დაკავებული მოსკოვში და რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. მართალია, ის ამბობს, რომ აშშ კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა საქართველოსთვის და ამასთან, აკრიტიკებს აფხაზეთისა და სამხრეთის რუსულ ოკუპაციას, მან ასევე გამოძიებები დაიწყო ყველაზე ანტი-რუსული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ამ კუთხით მას ბევრი საერთო აქვს თავის პოლიტიკურ მფარველ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ასევე კარგ განცხადებებს აკეთებს რუსეთტან დაკავშირებით, თუმცა, ფაქტია, რომ მან 90-იანებში თავისი მილიარდები რუსეთში დააგროვა, რაც აძლიერებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ძლიერი ბერკეტი აქვს კრელმს ივანიშვილზე“, – წერს  ლეიკი. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების თაიობაზე მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს. 

„თუ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდება სურვილი, რომ მოიქცეს როგორც დესპოტი, ამერიკამაც ასეთივე პასუხი უნდა გასცეს“, – წერია სტატიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია