მელია – რევოლუციაზე: "სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ​"

ენმ–ის წევრი ნიკა მელია რევოლუციასთან დაკავშირებით რიგი პოლიტკოსების განცხადებებს ემოციურს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი საკითხებს მოლაპარაკებები სჭირდება და თუ დაიწყება, არ უნდა დასრულდეს. 

ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტოს სამოქმედო გეგმა. 

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ეს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხართ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დაიწყება რევოლუცია, არ იწყება ეს რევოლუცია. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ."ეს არის დროის და სწორად დაანონსებული სამოქმედო გეგმის საკითხი".  

ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ განცხადებით უპირისპირდება თუ არა მელია სააკაშვილს, რაზეც მელიამ უპასუხა: "მამაჩემიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამ ოპოზიციური მზარდი მოძრაობისთვის ზიანის მიყენება არ უნდა დავუშვათ". 

ცნობისთვის: საქართველოში რიგგარეშე და შულედური არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. არჩევნები 410 სააერჩევნო უბანზე ტარდებოდა. თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე და ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp