"დამრჩა შთაბეჭდილება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ინფორმირებულია საქართველოში არსებულ პრობლემების თაობაზე"

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ინფორმირებულია საქართველოში არსებულ პრობლემური საკიხების შესახებ და ინტერესით უსმენდნენ არასამთავრობოების მოსაზრებებს. ამის შესახებ ბენიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი სასაუბრო საკითხები უკანაკსნელი მოვლენები და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო. 

„მათ დასვეს შეკითხვები განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, დაინტერესდნენ ამ მიმართულებით გარემოს გამოწვევებით, მათ შორის გვქონდა საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, თუ რა რისკებს შეიცავს და ა.შ. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში და თვალყურს მიადევნებენ ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების განვითარებას 2020 წლის არჩევნებამდე და ალბათ შემდეგაც.

ძალიან მნიშვნელოვანი არის, ცხადია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ასე აქტიურად არიან ჩართულები, დაინტერესებული ქვეყნის საკითხების განხილვით. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი დეზინფორმაციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, სხვადასხვა გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ცხადია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად იყო დაინტერესებული ამ საკითხებით“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია