"ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიამ" უნდა თქვან, ემიჯნებიან თუ არა ჩარკვიანის ცილისწამებას"

"ევროპული საქართველო" თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

"მოვისმინეთ "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთ–ერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ჩარკვიანი კოალიციის ერთერთი სპიკერია, შესაბამისად, "ევროპული საქართველო" მოვითხოვთ "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილზე თანხმობის ნიშანია", – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობიისთვის: "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამ ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, 13 სექტემბერს ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ "ევროპული საქართველოს" ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის."

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - განაცხადა ჩარკვიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ