"ხაზარაძის ლანძღვა ამ ეტაპზე, მინიმუმ, არაგონივრულია"

"მეგობრებო, მავნებელი ბიძინა და მისი “გუნდია” სამიზნე და არა ჯერ არ შექმნილი ოპოზიციური პარტია. შევეშვათ ხაზარაძის ლანძღვა/თათხვას, მინიმუმ, არაგონივრული და არაპრაგმატულია ამ ეტაპზე. კრიტიკას ყოველთვის მოვასწრებთ"

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის: 12 სექტემბერს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო" დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“,– განაცხადა ხაზარაძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე. 

იხილეთ ასევე: ვინ იქნება ხაზარაძის "ლელოში"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი