"კაპანაძე ბრიფინგს მე კი არა, ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას და კახიძეს უნდა უწყობდეს"

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი თაკო ჩარკვიანი "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთ ლიდერ სერგი კაპანაძეს ურჩევს, ბრიფინგები მის ნაცვლად, "თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიას, ოთო კახიძეს მოუწყოს". 

“თუ რაიმე კარგს დააპირებენ, გაერთიანებული ოპოზიცია ყოველთვის გაერთიანების მომხრეა.  ბრიფინგს სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანს კი არ უნდა უწყობდეს, უნდა უწყობდეს ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას, ოთო კახიძეს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნილ ყველანაირ ინიციატივას ყოველთვის ვუერთდები, ვინაიდან მე ვარ გაერთიანების მომხრე, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. არ მივცემ არავითარ შემთხვევაში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას გაერთიანების ხელყოფის უფლებას იმიტომ, რომ ზუსტად ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს და ნუ მოდიან მათთან ერთად თანხვედრაში. პარტია, რომელიც მუდმივად ბიძინა ივანიშვილთან ერთად სინქრონში მოდის განცხადებებით, იმ პარტიის არ მჯერა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სერგი კაპანაძემ ბრიფინგი მიუძღვნა თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ რიგი წარმომადგენლები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ". "ევროპული საქართველო" თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამ ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, 13 სექტემბერს ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის." 

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - განაცხადა ჩარკვიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი