„ჩვენ თაკო ჩარკვიანის განცხადებას მხარს არ ვუჭერთ“

„ჩვენ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ რიგი წარმომადგენლები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ, მხარს არ ვუჭერთ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ  განაცხადა. 

გოცირიძის განცხადებით, იგი მიესალმება „ევროპული საქართველოს“ პარტიებისადმი მოწოდებას, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ. „ეს მოწოდება ემსახურება ივანიშვილის ერთმმართველობის დემონტაჟს“, – განაცხადა გოცირიძემ. 

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანის განცხადების შეფასებას, გოცირიძის თქმით, "ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ 10–ზე მეტი პარტიაა, სხვადასხვა მიმართულებისა და ორიენტაციის“.

„ასე, რომ ცალკეული პარტიის შეხედულებების კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ეს მათი ნებაა, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება, თუმცა ჩვენ ამჟამინდელ განცხადებას მხარს არ ვუჭერთ“, – დასძინა გოცირიძემ.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამ ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, 13 სექტემბერს ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის." 

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - განაცხადა ჩარკვიანმა.

დღეს "ევროპული საქართველოს" ერთ–რთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი მიუძღვნა თაკო ჩარკვიანის განცხადებას. "ევროპული საქართველო" თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი