"ახლადგანქოცებული ჩარკვიანი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა"

"ევროპული საქართველო" გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე. ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.

ეს ახლადგანქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა.

მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული.

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი".

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამ ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, 13 სექტემბერს ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის." 

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - განაცხადა ჩარკვიანმა.

დღეს "ევროპული საქართველოს" ერთ–რთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი მიუძღვნა თაკო ჩარკვიანის განცხადებას. "ევროპული საქართველო" თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში” თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია