„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 თვის წინ გააფრთხილა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომ „თუ საქართველო ნეიტრალიტეტს არ გამოაცხადებს და NATO-სა და ევროკავშირზე უარს არ იტყვის,  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას განვახორციელებო“.

მისივე თქმით, სწორედ პუტინის ულტიმატუმს უკავშირდება ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები.

“პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ იმიტომ, რომ საერთოდ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ, ეს ზუსტად ვიცი. [...] ივანიშვილი ეხლა რას შვება იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო, ასეთი პრობლემა მაქვსო, ის არაფერს არ გეუბნებათ თქვენ. ამასობაში გადააყენა თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ მოსწონდათ რუსებს (არც მე მომწონდა , მაგრამ რუსებს კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ); დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად; გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ფიქრობს, რომ როგორმე რუსები დაწყნარდდებიან, მაგრამ ივანიშვილი კრეტინია და არ ესმის, რომ ეს რუსებს არ დააკმაყოფილებს. [...] მან არ იცის პუტინს როგორ ელეპარაკოს. მან არ იცის, რომ ყველაფერს შეუსრულებს, მაგრამ ბოლოს პუტინი მაინც ამას შეუსრულებს“,  – განაცხადა სააკაშვილმა ოდესაში, ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი