თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა. 

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე აცხადებს, შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა, სადაც საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და სამუშაოებზე დასაქმებული ერთი მამაკაცი მოიყოლა.

ბუაძის თქმით, სამუშაოებს თავად უნივერსიტეტი აწარმოებდა და გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"