ბერძენიშვილი – კიტოვანზე თავდასხმაზე: "დაძაბუნებულ კაცს ასე არ ექცევიან წესიერ საზოგადოებაში, აფხაზობის შეურაცხმყოფელია ეს ვიდეო"

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ თენგიზ კიტოვანზე მოსკოვში განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმიენბა და აცხადებს, რომ მომხდარი "აფხაზობის შეურაცხმყოფელია". 

"სამხედრო გადატრიალების გამო კიტოვანზე გამწარებული რომაა ხალხი, სრულიად გასაგებია. რუსების აფხაზის მიერ ასაკოვანი, დაძაბუნებული თენგიზ კიტოვანის შეურაცხყოფა კი რატომ აღაფრთოვანებს ხალხს, არ მესმის. თქვენი ხელისუფლებებისთვის არ მოგითხოვიათ პასუხი..მესამე მთავრდება უკვე ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. ნებისმიერ ქართველ კაცს ასე მოექცეოდა ის ქაჯი...ომს ერთი სიმართლე არა აქვს, ყველა მხარეს მისი სიმართლე აქვს. აფხაზების უფლებებზე ბევრი მისაუბრია საჯაროდ...ამასთანავე, ტლუ, უზრდელი და უვიცი აფხაზიც უვარგისია. 2008- ში ჩვენ აფხაზებისთვის არ შეგვიტევია, მათი ხელისუფალნი(ამ რუსის მონა ჯეელის მხარდაჭერითაც, ალბათ) რუსის ჯარით ენგურზე გადმოვიდნენ, კოდორში აბრძანდნენ...მოკლედ, მოიქცნენ, როგორც ნახლებნიკები. აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის იდეოლოგები კი ახლა გაგდებული არიან პერიფერიაზე კაგებეშნიკი ხაჯინბას და რუსების მიერ. კიტოვანი 25 წელია, მოსკოვშია... სად იყვნენ აქამდე, დაძაბუნებულ კაცს ასე არ ექცევიან წესიერ საზოგადოებაში... პატრონის ყმები იქცევიან ასე. ტფუი.... აფხაზობის შეურაცხმყოფელია ეს ვიდეო, იქ ძალიან მძიმე რეჟიმია ახლა თავისუფლებისთვის მებრძოლი აფხაზებისთვის. ცხინვალიდან ოსური მოძრაობის პირველი ლიდერი ალან ჩოჩიევიც გაგდებულია.. ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვის კაგებეშნიკური რეგიონული მმართველობაა. ესაა რეალობა", წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მოსკოვში თენგიზ კიტოვანს სავარაუდოდ, აფხაზი თავს დაესხა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავდამსხმელმა ატვირთა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"