„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია, "დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები".

ცნობისთვის: აღნიშნული აქციის ჩატარება ირმა ინაშვილმა 10 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ დააანონსა. 10 სექტემბერს ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევართან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერთან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"