ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: "ცხინვალის მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას"

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას. 

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის პოვნას. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, სრულად იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს და სხვა პრობლემური საკითხები  მომდევნო კონსულტაციების დროს კიდევ ერთხელ განვიხილოთ“, - აღნიშნულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა