თურქეთის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა. იტყობინება Reuters-ი საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

აფეთქებამ ასევე დააზიანა საავადმყოფოს შენობა, აღნიშნავს სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე, ამბოხებულების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის საბჭო. 

თურქული მედიის ცნობით კი, სასაზღვრო ზოლთან თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია