ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ცეცხლი სახლებთან ახლოს არის და ინციდენტების პრევენციის მიზნით, სოფლებიდან 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი გამოიყვანეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კუნძულზე გაჩენილ ხანძარს ძლიერი ქარი აძლიერებს. სტიქიას 100-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ოპერაციაში ასევე ჩართულია ორი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი.

ზაკინტოსი ათენის დასავლეთით, 300 კილომეტრში მდებარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი