კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლონური დელეგაცია სტუმრობს

დღეს ლიცეუმს პოლონეთის, ქალაქ პოზნანის განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიესლავ ბანაში, “სავაჭრო სკოლა-კომპლექსი“-ის დირექტორი ანჟეი კაჩმარეკი და ამავე სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე და დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დასასრულს სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

დღესვე, სტუმრებს გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ჰქონდათ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მაია ცქიტიშვილთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან როლანდ კოპალიანთან და ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან გიორგი ღავთაძესთან. 

პოლონურ დელეგაციას ლიცეუმი რამდენიმე დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, რაც გულისხმობს ლიცეუმის მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ერთობლივ სწავლებებს, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი