"სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირები არ გვინდაო"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირები არ გვინდაო".

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა".

"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა - "ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა", – განაცხადა ხაზარაძემ  "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" სტუმრობისას. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ბრიტანული კომპანია მერიდიანი იყო: 

"ეს არის რეპუტაციული, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუშაობს 10-ზე მეტ ქვეყანაში. პორტფელში აქვთ დაწყებული ნიუ-იორკში უზარმაზარი მშენებლობით, დამთავრებული უამრავი აეროპორტით". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა