"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს". 

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ამაზე კიდევ რა შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული, უცხოელი, ჩვენთვის ძალზეც მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცებს აბრალებენ, არასერიოზულია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით,  ხაზარაძე ამ ბოლო პერიოდში ბევრ საოცარ რამეს ამბობს:

"საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი".

ცნობისთვის: საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირები არ გვინდაო".


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი