20 – 22 მაისის ამინდის პროგნოზი

ნალექიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდება. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 20 მაისს 23-28 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო თბილისში  – 25-27 გრადუსი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო