ელჩი: „საფრანგეთი არ სცნობს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. არჩევნები გაიმართა“

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საფრანგეთი ამ „არჩვენებს“ არ სცნობს. 

„საფრანგეთი არ სცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. არჩევნები გაიმართა“, – განუცხადა „აქცენტს“ დიეგო კოლასმა. 

ცნობისთვის:  დე ფაქტო არჩვენები ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს გაიმართა. ე.წ არჩვენები აშშ–მა და ევროპის რიგმა ქვეყანებმა, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს.  ამასთან, „არჩევნებთან“ დაკავშირებით 15–მა ქვეყანამ (ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგებს არ სცნობენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგულ მხარეს  დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი ამ დრომდე არ ჰქონდა გაკეთებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია