დეპარდიემ რუსეთი "აყროლებულ ფარდულს” შეადარა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც თავის დროზე რუსეთში გადაცხოვრდა, ქვეყანას უკმაყოფილო ტოვებს,– ამის შესახებ სააგენტო “ნიურეზიუმი” იუწყება. 

“თუკი ოდესმე ისეთი ცხოვრება მომენტარება, როგორიც რუსეთში მქონდა, აუცილებლად შევალ აყროლებულ ფარდულში საცხოვრებლად” – აცხადებს დეპარდიე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მორდოვიაში ბინადრობის ნებართვა აქვს, არასოდეს ჩავა რუსეთში. მან გაყიდა ის ორი სახლი, რომელიც თავის დროზე პუტინმა აჩუქა, გროზნოსა და სარანსკში. გროზნოში მისი სახლი 15 მილიონ რუსულ რუბლად იყო შეფასებული. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია