გახარია: "ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანას ევროკაბვშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. 

„დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი, უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო მხარეს. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მანდატი გავრცელდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვასა და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები, მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რაც დღეს გვაქვს, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი